ნატო-ს მინისტერიალი

უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე ისაუბრებენ ხვალ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე. დისკუსია ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების ჩართულობით ჩატარდება. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრება. მონაწილეობენ უკრაინის,  ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრები. ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი პრესკონფერენციას გამართავს.