ნატო-ს მადრიდის სამიტი

მადრიდში ნატო-ს 32-ე სამიტის სამასპინძლოდ ყველაფერი მზად არის. ამ წუთებში ნატო-ს გენერალური მდივანი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. ევროპისა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ნატო-ს წევრი სახელმწიფოს მეთაურები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ, სამიტი ოფიციალურად ხვალ დილიდან გაიხსნება, დღეს კი ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმი აიღებს სტარტს. სამიტზე პარტნიორის სტატუსით მიწვეულია საქართველოც. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დელეგაცია თბილისიდან მადრიდში უკვე გაემგზავრა.

ანა ბროლაძე იმყოფება ესპანეთის დედაქალაქში და სამიტის შესახებ ბოლო ცნობებს პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.