ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

იენს სტოლტენბერგმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია ჯერ კიდევ საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა. „უკრაინაში შეჭრა სრული გეგმის ნაწილია. ალბათ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ გეგმის განხორციელება ჩეჩნეთიდან დაიწყო, მაგრამ სულ მცირე, 2008 წელს საქართველოდან, როდესაც ისინი საქართველოში შეიჭრნენ.“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, უკრაინაზე სრულმასშტაბიანმა თავდასხმამ რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ყველა დარჩენილი ილუზია დაამსხვრია და ამჟამად მსოფლიოსთვის უსაფრთხოების კრიტიკული მომენტია.