ნათია თურნავას განცხადება

15:09, 24.07.2019

ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მინისტრის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და  სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

მსგავსი