ნათია თურნავა SWIFT-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი SWIFT-ის რეგიონულ დირექტორსა და მის წარმომადგენლებს შეხვდა. იმსჯელეს სვიფტთან თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საგადასახადო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობასა და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს.