ნათია მეზვრიშვილის განცხადება

იმის არაღიარება, რომ აქცია ძალადობრივი იყო, ისეთივე სირცხვილია, როგორც იმის არაღიარება, რომ აქციის შეწყვეტისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ცალკეულ ფაქტებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებში ნიკა მელიას მონაწილეობის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა ყურადღება გაამახვილა დაწყებული გამოძიების და იმ მტკიცებულებების შესახებ, რაც ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მოიპოვეს. მისი თქმით, სახეზე იყო უკვე რეალიზებული ძალადობა. ძალადობის შემდგარი ფაქტი.

მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით გრძელდება, მათ შორის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჭრილში – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.