ნათია მეზვრიშვილის განცხადება

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის მიზნით მთელი საპოლიციო ძალები განაწილდა და საჭიროების შემთხვევაში დღის მანძილზე გადანაწილება გაგრძელდება. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

დატოვე კომენტარი