ნატალი ლუაზოს განცხადება

ლონდონში, ევროპარლამენტის სპეციალური კომიტეტის, „დემოკრატიის ფარის“ დელეგაციამ, ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უცხო ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება განიხილეს. მხარეებმა ამ თემაზე, როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო რეაგირების შესახებ იმსჯელეს. ორი დღის განმავლობაში შეხვედრები ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციისა და მედიაწიგნიერების საკითხებზე მიმდინარეობდა.

ვიზიტის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუაზომ განცხადება გააკეთა და თქვა: „ახალ ენერგიას ვხედავთ ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინირებული მიდგომების მიმართ. ამ მისიის შედეგი აშკარაა – ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო უნდა მუშაობდნენ მჭიდროდ, მსგავსად მოაზროვნე სხვა პარტნიორებთან ერთად, რათა განახორციელონ უცხო ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების იდენტიფიცირება, პრევენცია და ეფექტიანად უპასუხონ მათ,“- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა. განცხადებას გამოეხმაურა მმართველი გუნდი.