#ნაშუადღევს მზადება ევროვიზიისთვის

14 მაისს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსს ისრაელი უმასპინძლებს. საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარადგენს რომან გიორგაძის სიმღერით „სულ წინ იარე“. სიმღერის ვიდეოკლიპზე მუშაობა სულ ახლახან დასრულდა. დღეს ჩვენს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ კლიპის შესახებ.

სტუმრები: მიშო ჯავახიშვილი; დათო ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები.

ნაშუადღევს