ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს საგამოძიებო უწყება ბრალს აცნობს

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს. ამ წუთებში საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ბრალს აცნობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაციის გამოვლენილ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით, აქტიური გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, სხვა პირების დაკავებაც.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 12-დან 20- წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 27 წლის ქალი და 24 წლის მამაკაცი ნარკორეალიზების ბრალდებით გუშინ დააკავეს.