ნარკო-ტესტი მძღოლებისთვის

ნარკო-ტესტირების ფორმა და მეთოდები რადიკალურად იცვლება.

ორშაბათიდან მძღოლებს შესაბამის დაწესებულებებში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, თუ სპეციალური აპარატი მოქალაქის ნარკოტიკულ თრობას დაადასტურებს.

მკაცრდება სასჯელიც. ნარკოტიკული ან ფსიქტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდება და სასჯელის ზომად ერთწლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები, კანონის გამკაცრებით ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას ვარაუდობენ.