ნარკოპოლიტიკის გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა დღეს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა. მისი განცხადებით, ნარკომომხმარებელთა რიცხვი ქვეყანაში მაღალია, ასევე მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ნარკოტიკის მოხმარების ასაკმა დაიწია. მისი შეფასებით, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, აუცილებელია დაიწყოს საინფორმაციო კამპანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით და საზოგადოებაში ცნობიერება გაიზარდოს, რომ მას ალტერნატივა არ აქვს.