თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულის ნიკა კაციას სასამართლო სხდომა მომდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე საქმის გამომძიებელი დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ ნიკა კაცია ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა, გამომძიებელი ჰყვება, თუ როგორ მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კაციას დაკავება და მისი ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების ამოღება. ნიკა კაციამ კი თქვა, რომ ეს გამომძიებელი მას საერთოდ არ უნახავს. შეგახსენებთ, რომ ნიკა კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.