ნარკოდანაშაულის ფაქტი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით,  ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა. თურქეთის მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“ ტერიტორიაზე აიყვანეს. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები დაკავებულის მანქანაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იპოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მას ნარკოტიკული საშუალება, თურქეთიდან საქართველოს გავლით, უზბეკეთში უკანონოდ გადაჰქონდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს  8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დატოვე კომენტარი