19 პირი დააკავეს ნარკოდანაშაულისთვის, მათ შორის ექვსი ნარკორეალიზატორია. სამართალდამცავებმა აიყვანეს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალდება დაკავებულებს ედავება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას, გასაღების მცდელობას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანას.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „პრეგაბალინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „მეპამფეტამინი“, „მარიხუანა“ და „ლირიკა“ ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.