ნანა იოსელიანის 60 წლის იუბილე

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ბლიცტურნირი დასრულდა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნანა იოსელიანის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ხუთგზის ოლიმპიური და მრავალგზის ევროპის ჩემპიონის სახელობის თასი 4 კატეგორიაში გათამაშდა – ქალთა, ვაჟთა, გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 16 600 ლარს შეადგენდა. ტურნირის დახურვის ცერემონიაზე ლეგენდარულ ჩემპიონს იუბილე მიულოცეს თანაგუნდელებმა – ნანა ალექსანდრიამ, ნინო გურიელმა და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

ნანა იოსელიანის თასის გათამაშების გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, სოსო ბაღათურია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე.