ნაძალადევის გამგებლის ანგარიში მოსახლეობას

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა მოსახლეობას საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში გააცნო. ირაკლი ანდღულაძემ ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, 2023 წელს გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში 27 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.