დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი), რომლის გადახდა ბანკის საშუალებით არის შესაძლებელი. სეზონი მომდევნო წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს მკაცრად დაიცვან კანონი, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153. ნადირობასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის შესახებ ინფორმაციას მსურველი ოფიციალურ ვებ გვერდზე გაეცნობა.