„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გეგმები

კარდაკარ-ის პრინციპით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობიდან“. რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, ის მოქალაქეებს სამოქმედო გეგმას გააცნობს. მათი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთისა და ისეთი ქონების დაკანონებაა, რომელსაც რუსთაველები ფლობენ, თუმცა, არ გააჩნიათ დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ის თანახმაა მონაწილეობა მიიღოს დებატებში სახელისუფლებო გუნდის კანდიდატთან, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ამას მმართველი პარტია არ დათანხმდება.