„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძმათა სასაფლაოზე
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს. მათ დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წლებია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს და დაღუპულთა ხსოვნას სწორედ დღევანდელ დღეს მიაგებს პატივს.
საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან დღეს 18 წელი გავიდა – 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები, როკის გვირაბის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 412 მოქალაქე ემსხვერპლა. 150 ათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, რუსულმა აგრესიამ უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია.