„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე ჰყავს

15:34, 14.11.2023

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაზა გოგავა იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 თვის განმავლობაში არ ჰყოლია თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ირაკლი ნადირაძე კი ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი იქნება. ზაზა გოგავას განცხადებით კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთან და თბილისის ორგანიზაციასთან ერთად, იბრძოლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლაზე.

მსგავსი