„ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაძვირებულ ფასებზე საუბრობენ. ლევან ხაბეიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე, თურქეთში იმყოფებიან. ისინი ორ ქვეყანას შორის პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებს ადარებენ ერთმანეთს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რიგებია საქართველო-თურქეთის საზღვართან, რათა პირველადი მოხმარების პროდუქტები უფრო იაფად შეიძინონ. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კამპანია პროდუქციის ფასებზე უცხოელი დაქირავებული პიარ ტექნოლოგების გეგმის ნაწილია.