„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას მხოლოდ ანი წითლიძე განაგრძობს. მედიკოსები დეპუტატს მოუწოდებენ, შეწყვიტოს პროტესტის უკიდურესი ფორმა, თუმცა წითლიძე ამ დროისთვის უარს აცხადებს. საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები, რომლებიც დეპუტატის ჯანმრთელობას მუდმივ მონიტორინგს უწევენ.
რაც შეეხება თემურ ჯანაშიას, ის თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. პოლიტიკოსი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ექიმების რეკომენდაციით, შიმშილობა შეწყვიტა დავით კირკიტაძემაც, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მდგომარეობა სტაბილურია. ახლა პარლამენტში მხოლოდ ანი წითლიძე შიმშილობს. ექიმების თქმით, ანალიზებში ცვლილებებია და დეპუტატს 11 კილოგრამი აქვს დაკლებული.