„ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა ამომრჩეველთან

15:22, 12.10.2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ ლაგოდეხში ამომრჩეველს შეხვდა.

საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ლიდერებმა ადგილობრივებს პროგრამა და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის საკუთარი გეგმა გააცნეს. გაერთიანებული ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

მსგავსი