„ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმა

„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, 20 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ მოთხოვნის შესრულებამდე პროტესტი არ შეწყდება. თუმცა, გეგმასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ნიკა მელიას თანამოაზრეთა ნაწილი არ უერთდება აქციების მსგავს ფორმას. მათი თქმით, ეს ნაბიჯები პოპულისტურია და აქციები მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ტარდება.