„ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა. ინფორმაცია გვიან ღამით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.

დაშავებული კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც მას გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ნაციონალური მოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.