„ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრებიან

ხმაური დედაქალაქის მერიაში.

ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობის სხდომაზე შეჭრა სცადა. შეხვედრაზე დასწრების საშუალება მათ მხოლოდ მას შემდეგ მიეცათ, რაც კახა კალაძემ მედიასთან განცხადებების გაკეთება დაასრულა.

მთავარი მიმართულებები, რაზეც თბილისის მერმა ისაუბრა, ტრანსპორტის პრობლემების მოგვარება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვის გზები იყო.

მერიიდან ქეთი ქაშაკაშვილი ისაუბრებს.