„ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო სარჩელი - გამოხმაურება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით მიმდინარე კვირას მიმართავს. სარჩელი რამდენიმე ეტაპად შევა – პირველი გასაჩივრდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც „ქართული ოცნება“ პარტიებს კრძალავს, მესამე კი – უშუალოდ მმართველ პარტიას შეეხება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პარტიამ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. ამ გადაწყვეტილებას იწონებენ „ლელოში“, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების აკრძალვის კანონის წინააღმდეგ სარჩელით უკვე მიმართა. პარტია „ახალში“ კი, ამ ეტაპზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობას, თუ რა ფორმით დაიცავენ საკუთარ ინტერესს. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელში სწორედ აღნიშნული სამი პარტიის აკრძალვას ითხოვს.