„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაერთიანებული ოპოზიციის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს და არსებული რეალობა შეცვალოს. გიორგი ბოტკოველის თქმით, ახლო მომავალში ყველა მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის საერთო კანდიდატებს წარადგენენ, რომლებიც იქნებიან ე. წ. რეფერენდუმის ლიდერები კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში.