„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პარტიის ლიდერების თქმით, განიხილავენ მოქალაქეებისთვის აქტუალურ პრობლემურ საკითხებს. სხდომაზე იმსჯელებენ ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ პარტია პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიაში არ გამორიცხავენ კენჭისყრის დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ.