„ნაციონალური მოძრაობის“ ორი ბანაკი

ერთი პარტიის თავმჯდომარეობის ორი მთავარი კანდიდატის მიერ ორგანიზებული აქციები საერთო სლოგანით, თუმცა განსხვავებულ ლოკაციებზე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების გარშემო დაწყებული უთანხმოების დაძლევა, ვერც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე მოხერხდა. უფრო მეტიც, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ ორ აქციაზე, პარტიის ლიდერების მხრიდან მრავლად ისმოდა ერთმანეთის კრიტიკა და ურთიერთბრალდებები.

შედეგით უკმაყოფილო დარჩა პარტიის ამომრჩეველი, რომელიც მედიასთან ღიად აცხადებდა, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და მთავარი ერთიანობაა.

რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – სალომე ქოქიაშვილი გიამბობთ.