„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიემართებიან.

შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, რადგან მათივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აქცია კვირის დასაწყისში ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.

გენო ოსიყმაშვილი იმყოფება ადგილზე და ის მეტ დეტალს გაგვაცნობს – რა არის მთავარი მოთხოვნა?