„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. პარტიის ლიდერების განცხადებით, 21 დეკემბერს შეკრება სააკაშვილის დაბადების დღეზე, სიმბოლურად გადაწყვიტეს. მათი თქმით, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება და აქციისთვის სცენა პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს მოეწყობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდან შემოუერთდებიან.