„ნაციონალური მოძრაობის“ მასობრივი შიმშილობის აქცია

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. პარტიის ცენტრალურ ოფისთან 11 კარავია გაშლილი. ლიდერების თქმით, პროტესტის ამ ფორმას უკვე პარტიის 100-ზე მეტმა წევრმა და მხარდამჭერმა მიმართა. მათივე მტკიცებით, მოშიმშილეთა რაოდენობა დღის ბოლომდე კიდევ მოიმატებს.