„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეხვედრა სიკოსრკისთან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან – ზურაბ ჭიაბერაშვილთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადისლავ სიკორსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე და  ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საფრთხის მოქალაქეებისთვის არიდება. ასევე განიხილეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.  ბოკუჩავას განცხადებით, ევროკავშირმა უნდა მოძებნოს ისეთი მექანიზმი, სადაც  დასანქცირდებიან არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ  ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.