„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კეზერაშვილთან გაემგზავრნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და გუნდის რამდენიმე ლიდერი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

ინფორმაციას ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. საკითხს „ნაციონალური მოძრობის“ სხვა წევრები აფასებენ. როგორც დიმიტრი ბიძინაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ახალ მენეჯმენტს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება. მისივე შეფასებით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შეიქმნას ახალი პლატფორმა. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი აცხადებენ, რომ ასეთი მენეჯმენტის პირობებში საკმაოდ რთულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება, რადგან პარტია ქვეყნის შიგნიდან არ იმართება. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ შეიძლება დავით კეზერაშვილი არ არის კმაყოფილი ახალი მენეჯმენტის ქმედებებით და სწორედ ამიტომ გაემგზავრნენ პარტიის ლიდერები კვიპროსში.