„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოში ევროკავშირს ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკავშირის საელჩოში შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თინა ბოკუჩავამ განუცხადა, ელჩთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხის განიხილეს, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის დაკავების საკითხი. ბოკუჩავას თქმით, ევროკავშირის ელჩთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სირიის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების უკან გაწვევაც იყო.