„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ტყიბულის მერობის კანდიდატი წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობას ბესიკ ზოსიაშვილი იღებს. მისი თქმით, დღეს ტყიბულში მთავარი პრობლემა უმუშევრობა და მძიმე სოციალური ფონია. მან ამომრჩეველს საკითხების მოგვარების საკუთარი გეგმა წარუდგინა.