„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

პარლამენტში კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივას, სავარაუდოდ დღესვე დააყენებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ითხოვს. საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდს. პარტიაში განმარტავენ, რომ ექსპრეზიდენტის საკითხი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია და მათ სხვა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის იმედი აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობა კი კომისიის მხარდაჭერას არ აპირებს და მისი შექმნით ინიციატივას აჟიოტაჟის შექმნის საბაბად მიიჩნევს.საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმაა საჭირო.