„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება - შეფასებები

„ვაგრძელებთ ბრძოლას და მხარდამჭერების მობილიზაციას 13 და 27 სექტემბრის, 4 ოქტომბრის აქციებისთვის“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა საპროტესტო თარიღი არის ბრძოლის ხაზი, რომელზეც საქართველოს გამარჯვება გადის. „რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის მომხრე და გააგრძელებს ურთიერთობას ყველა დემოკრატიულ ძალასთან, გარდა ცალკეული ინდივიდებისა, რომელთა ქმედებები სცდება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად და ეს ერთიანი ძალისხმევა აუცილებლად საერთო ეროვნულ გამარჯვებას მოიტანს!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ეს განცხადება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც რვა ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთის, „ფედერალისტების“ ლიდერის არაეთიკური ქცევის გამო, თინა ბოკუჩავამ თამარ ჩერგოლეიშვილის გარიცხვა მოითხოვა.