„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონულმა  ხელმძღვანელმა, გუბერნატორის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა და სოციალურ პაკეტებში დახარჯული თანხის შესაბამისი დოკუმენტები მოითხოვა. გიორგი ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტები, შერჩევით დარიგდა. ბოტკოველი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ბევრი გაჭირვებული ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში კი განმარტეს, რომ გაეცნობიან განცხადებას და კანონთან შესაბამისობით გასცემენ ინფორმაციას.