„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

18:20, 29.09.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რიყის პარკში, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს, თუმცა შეკრებას მაინც აპირებს. ამის შესახებ, მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“. კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9-წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში განმარტა, რომ შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აქციის ორგანიზატორები, რიგ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში.

მსგავსი