„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

15:07, 01.09.2026

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ირაკლი ფავლენიშვილმა და ლაშა ფარულავამ ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ აეროპორტი „მორდორის კარიბჭედ“ იქცა და ქვეყანაში რუსეთიდან მასობრივი მიგრაცია მიმდინარეობს. ენმ-ის ცნობით, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოში 40 ათასამდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც ადგილობრივ ბიზნესს პრობლემებს უქმნის. პოლიტიკოსების თქმით, რუსეთის მიმართულებით ფრენების სიხშირე სანქციების გვერდის ავლაზე მიუთითებს, ქვეყანა კი – უკანონო შემოსავლების ტრანზიტულ ზონად ყალიბდება. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება მმართველი გუნდი. მათი თქმით, ბრალდება უსაფუძვლოა. ასევე, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულს ახსენებენ, თუ როგორ ეპატიჟებოდა მაშინდელი პრეზიდენტი რუს ტურისტებს საქართველოში.

მსგავსი