„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ხელისუფლებას რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციულად მიმზიდველი ტერიტორიის გათავისუფლება კონკრეტული ინვესტორის სასარგებლოდ სურს. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ექიმი ლევან მეტრეველი საზოგადოებას საავადმყოფოს დაცვისკენ მოუწოდებს და მთავრობას ინიციატივით მიმართავს საავადმყოფო გადაეცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.