„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

ნიკა მელიასა და მისი მხარდამჭერების მიერ ოფისის გახსნას გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი განცხადებით გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ქმედება სეპარატიზმის მცდელობაა, რომელიც პარტიის ინტერესებს აზიანებს. ხაბეიშვილისა და მისი მხარდამჭერებისთვის გაუგებარია, რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა იმ პირობებში, როდესაც ადგილზე შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად მოიაზრებენ და ამავდროულად მას თავს ესხმიან. „მოვუწოდებთ ყველას, აღიარონ და შეეგუონ პირდაპირი და მაღალი ლეგიტიმაციით ჩატარებული არჩევნების შედეგებს. ყველამ, ვინც საკუთარ თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრად მივიჩნევთ, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის კუთვნილ სივრცეებში, ერთ პარტიაში უნდა ვიმუშაოთ. „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი რიტორიკით გაუგებრობისა და ბუნდოვანების შემოტანა არ ემსახურება არც პარტიის და არც სახელმწიფოს ინტერესებს“ – წერია განცხადებაში.

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“