„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება
„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს. პარტია შესაბამისი განაცხადით საქალაქო სასამართლოს მიმართავს. გიორგი კირთაძის თქმით, მიზეზი ამომრჩეველთა მოსყიდვაა. მისივე განცხადებით, ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს 10-ზე მეტი მუნიციპალიტეტიდან ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით გადმოწერეს.