„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აქციაზე დაკავებულებს ჯარიმებს ჩამოაწერს და კომპენსაციას გადაუხდის – ინიციატივის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, საქმის წარმოება დაიწყება პოლიციელების და მოსამართლეების მიმართ, რომლებიც ამ დაკავებებში მონაწილეობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, აქტივისტებს აქციებზე სიტყვის თავისუფალი გამოხატვის გამო უკანონოდ იჭერენ. ხაბეიშვილის თქმით, ინიციატივა შეეხება სისხლის სამართლით დაკავებულ პირებს.