„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„სირცხვილის კორიდორები“ ძალაში რჩება, ყველა უბანზე იქნება პროტესტი, – განცხადება ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაკეთდა. გიორგი კირთაძემ დღეს დააზუსტა, რომ ყველა უბანზე მობილიზებული მხარდამჭერები ეყოლებათ, თუმცა, „სირცხვილის კორიდორებს“ მხოლოდ პასუხისმგებელ პირებს მოუწყობენ.