„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება

შეწყვეტს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიტსაბჭო ამ დღეებში შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მათივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება და საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა მათთვის მთავარი მიზანია იმისთვის, რომ ბოიკოტი შეწყვიტონ და მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო საქმიანობაში. უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის იმისთვის, რომ ახალი ცხელი წერტილი გააჩინოს საკანონმდებლო ორგანოში.