„ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი აჭარაში

„ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდების ადრესატიც ხდება – ბათუმის მერობის კანდიდატის თქმით, ჩინეთის 25 ათასი მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც საიდუმლო ობიექტებზე დასაქმდებიან. კონკრეტულად კი გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მტკიცებით, ეს იქნება ონლაინ კაზინოების მართვის „აი-ტი ცენტრი“, ბიტკოინების საწარმო ან საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ფულის გათეთრებაც იგეგმება.

დატოვე კომენტარი